აქტუალური
„გვაქვს ინფორმაცია, რომ შეწყალების კომისიის რამდენიმე წევრი ფიქრობს კომისიის დატოვებას. მოვუწოდებთ მართლაც მიიღონ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მათ რეპუტაციასაც ჩრდილი ადგება იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც იღებს შეწყალების კომისია. ამის დასტურია ლევან ბობოხიძის და რამდენიმე ნაციონალის ხობის გამგეობიდან შეწყალება. მანამდე მარგველაშვილმა თავისი ცოლის ძმის, სამჯერ ნასამართლევი და პირობით მსჯავრში დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება განახორციელა.
პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ზვიად ქორიძის და შეწყალების კომისიის მუშაობით. ზვიად ქორიძე ისე შორს წავიდა, რომ უკვე მთლიანად საზოგადოების მოტყუება გადაწყვიტა, რისი დასტურიც ბოლო შეწყალება გახლდათ, როცა ბობოხიძის შეწყალების ერთ-ერთ მოტივად, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გაწეული რეკომენდაცია დაასახელა... და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა თავად მას დასჭირდეს შეწყალება, როდესაც ის სასჯელაღსრულების დაეწესებულებაში მოხვდება. ბოლო შეწყალებები არის საზოგადოების განწყობილების მოსინჯვა, რათა გაიგონ რა რეაქცია ექნებათ მათ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან, როგორც გვაქვს ინფორმაცია, მარგველაშვილი რამდენიმე თვეში ახალაიას, მერაბიშვილის და უგულავას შეწყალებას გეგმავს“, - აცხადებს, კერძოდ, ნიკოლოზ მჟავანაძე.