თბილისში ელექტროენერგიის საფასურის გადახედვის თაობაზე "თელასის" სატარიფო განაცხადი სემეკმა წარმოებაში მიიღო
საქართველო, 29 ივლისი,
საქინფორმი. სხდომა პარასკევს გაიმართება. ენერგო-გამანაწილებელი კომპანია
სემეკისგან ტარიფის დადგენას ითხოვს, ამის მიზეზად კი ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შესასყიდი ელექტროენერგიის და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა სახელდება.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი თეთრით გაიზრდება "თელასის" განაცხადის საფუძველზე ტარიფი. საკითხის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სემეკს 5-თვიანი ვადა აქვს.