ყაზარმაში ჯარისკაცებთან ერთი კვირით ცხოვრებამდე, თინა ხიდაშელი ბათუმის ღამის კლუბ „მანდარინში“ გაერთო...
საქართველო, 29 ივლისი,
საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს სამხედრო ბაზაზე გამგზავრებამდე, სადაც მან ერთი კვირა ჯარისკაცებთან ერთად უნდა იცხოვროს, ბათუმში იმყოფებოდა. ამის შესახებ
„პირველი რადიო“ იუწყება.
სოციალურ ქსელში ეკა ჭიჭინაძის მიერ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, თავდაცვის მინისტრი ბათუმში, კლუბ მანდარინში გიო ხუციშვილის კონცერტს დაესწრო. თინა ხიდაშელი, ნიკუშა შენგელაიასთან, ეკა ჩანჩიბაძესთან, ნატო დონაძესთან, დავით ევგენიძესთან, ნინო ევგენიძესთან და გიო ხუციშვილთან ერთად არის გადაღებული.