საზოგადოება
ზუგდიდელი პაპუნა ქოჩუა საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

saq-moqalaqeზუგდიდელი ინჟინერ-მექანიკოსი პაპუნა ქოჩუა, რომელიც, ნახევარ წელზე მეტია, ეძებს სამართალს, იძულებული შეიქნა, თხოვნის წერილით მიემართა საქრთველოს პრეზიდენტისთვის. „ვმუშაობდი ენერგო პრო ჯორჯიაში“ დასავლეთის რეგიონის რიგით თანამშრომლად. მას შემდეგ, რაც ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა ვახტანგ ქარჩავამ მომთხოვა, დამატებითი საათები მემუშავა, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე დავთანხმდი. როცა ხელშეკრულების საფუძველზე მოვითხოვე დამატებითი საათების ნამუშევრის ანაზღაურება, ამის გამო დასავლეთის რეგიონის ფილიალის დირექტორმა ირაკლი ვახტანგიძემ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დამითხოვა სამუშაოდან.

“ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, დამეხმაროთ ჭეშმარიტების დადგენაში. თქვენ ხართ ბოლო იმედი და, თუ ეს იმედიც გადამეწურა, მაშინ რა აზრი აქვს საქართველოს მოქალაქეობას,” - ნათქვამია პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.

პაპუნა ქოჩუას ხუთსულიანი ოჯახი, სადაც ყველა უმუშევარია, გაუსაძლის მდგომარეობაშია. ამიტომაც პაპუნა ქოჩუას გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე და თავშესაფრის თხოვნით მიმართოს ევროკავშირის წარმომადგენლობას.