პოლიტიკა
საქართველოსა და ბელორუსიის პროკურატურებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

1-badaSvili-polit-2საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია  მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის ხელმძღვანელობით ბელორუსიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა და ბელორუსიის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრე კონიუკმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დღეს, გლობალიზაციის პირობებში, როდესაც დანაშაული ტრანსნაციონალურ ხასიათს იღებს, სრულყოფილი გამოძიების წარმოება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტურად განხორციელებაზე და ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე. სწორედ ამიტომ საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობის გაღრმავება და პროფესიული ურთიერთობის გამყარება“, - განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.

საქართველო - ბელორუსიის პროკურატურებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები დანაშაულთან ბრძოლაში, მათ შორის ორგანიზებულ და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, ერთმანეთს ინფორმაციებს და გამოცდილებას გაუზიარებენ.