აქტუალური
წყალმომმარაგებელ კომპანიებს ჯარიმა დაეკისრათ

wyalmomaragebaიმის გამო, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებმა, როგორიცაა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “რუსთავის წყალი”, “მცხეთის წყალი” და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, არ შეასრულეს “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით” დაკისრებული ვალდებულებები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5-5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

კომისიამ რამდენიმე კონკრეტული საქმეც განიხილა და უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მიერ, შპს “მწვანე ყვავილა 1950″ -ისთვის წყლის უკანონო მოხმარებისათვის 9618 ლარის დარიცხვა და მოქალაქე ლაბაძისთვის შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ 194,99 ლარის დარიცხვა.