სამართალი
17.434 დანაშაული, გაიხსნა 9.772 დანაშაული, დანაშაულის გახსნა 56.05%. შინაგან საქმეთა სამინისტრო ივნისის თვის და იანვარ-ივნისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

1-crime-samart-3საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, კერძოდ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.

2015 წლის ივნისის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 3089 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1386 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 44.87%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -0.87%.

2015 წლის ივნისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2016 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1203 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 59.67%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +0.70%.

მატება ძირითადად განპირობებულია სსკ 1261 მუხლით „ოჯახში ძალადობა“ (+87.23%) და 236 მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის, (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა) საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“ (+171.43%) გათვალისწინებულ რეგისტრირებულ დანაშაულთა ხარჯზე.

2015 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 17434 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9772 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.93%.

2015 წლის იანვარ-ივნისის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 12205 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 8137 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 66.67%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.25%.