სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

1-narko-samart-2საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თეიმურაზ . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 21-ე კილომეტრზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 17 აბი „სუბოქსინი“ და 14 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,248 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.