საქართველოში გუშინ მიწისძვრა მოხდა
საქართველო, 28 ივლისი,
საქინფორმი. მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. ეპიცენტრი სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 4.1 ბალი შეადგინა.
მიწისძვრის შედეგად არავინ დაზარალებულა, ადგილი არ ჰქონია ნგრევასაც.