აქტუალური
სადაზვერვო სწავლება „სამგლე ველი“: „აუცილებელია უცხოელი ინსტრუქტორების მოზიდვა“ - თინა ხიდაშელი

1-radzved-aqtual-1საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლების 2015 სამგლე ველის მიმდინარეობას გაეცნო. თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან ერთად, ასეულის სწავლებას დაესწრო და წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.

ჯარი მუდმივად მზადების პროცესშია და ეს სწავლებაც ამის დასტურია. ჩვენი ჯარისკაცები მომზადების კურსს, პრაქტიკულად, 12 თვის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა ბაზებზე და სხვადასხვა ადგილებში გადიან. ამ შემთხვევაში სადაზვერვო კურსს ვესწრებით და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი იყოს მუდმივად განახლებადი - მოიზიდოს რესურსები როგორც უცხოელი ინსტრუქტორების მეშვეობით, ასევე იმ მატერიალური საშუალებებით, რომლითაც მარაგდება და მდიდრდება ჯარი“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლება 22 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება.