აქტუალური
პატარა ვერა: “გადავაქციოთ საქართველო ჰიბრიდების გლობალურ ლაბორატორიად!”

veraსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია კიდევ ერთი ნოვატორული იდეით გამოვიდა და განაცხადა, რომ ოთხ წელიწადში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მთელი სატრანსპორტო პარკის ელექტრო ან ჰიბრიდული ტრანსპორტით შეცვლას გეგმავს. გამონაკლისს წარმოადგენს პრეზიდენტის კორტეჟში შემავალი ავტომობილები, რადგან დღეს ხელმისაწვდომი ელექტრომანქანები არაადეკვატური სიმძლავრისა და არასაკმარისად დაცულია.

ქობალიას აზრით, საქართველომ, რომელსაც კავკასიის კაშხლებიდან დიდი რაოდენობით აქვს იაფი ჰიდროელექტროენერგია, შეიძლება ისე იმოქმედოს, როგორც ელექტრომანქანების გლობალურმა ლაბორატორიამ.