პუბლიკაციები
საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები მიმდინარე საინვესტიციო პროექტები იყო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს „სოკარის“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორის საქმიანობას საქართველოში.საქინფორმი მკითხველების ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ შეხვედრამდე ორი დღით ადრე საქართველოში “სოკარის’’ ავტოგასამართი სადგურების მთელი ქსელის მასშტაბით დიზელის საწვავზე ფასები 5 თეთრით შემცირდა და 2015 წლის 24 ივლისის მდგომარეობით შეადგინა: ,“ნანო-დიზელზე’’ -1,87 ლარი; ,,ევროდიზელზე’’- 2,02 ლარი.
„სოკარის’’ მომსახურების ცენტრები მომხმარებელს სთავაზობენ დამატებით ფასდაკლებას ნავთობპროდუქტებზე. ბუნებრივ გაზზე ფასდაკლება კი შეადგენს 7 თეთრს.