პოლიტიკა
„სოკარმა“ ღარიბაშვილისა და აბდულაევის შეხვედრამდე ორი დღით ადრე ფასები შეამცირა

1-soc-polit-1საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები მიმდინარე საინვესტიციო პროექტები იყო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს „სოკარის“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორის საქმიანობას საქართველოში.
შეხვედრას „სოკარის“ საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მაჰირ მამადოვი და პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.

საქინფორმი მკითხველების ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ შეხვედრამდე ორი დღით ადრე საქართველოში “სოკარის’’ ავტოგასამართი სადგურების მთელი ქსელის მასშტაბით დიზელის საწვავზე ფასები 5 თეთრით შემცირდა და 2015 წლის 24 ივლისის მდგომარეობით შეადგინა: ,“ნანო-დიზელზე’’ -1,87 ლარი; ,,ევროდიზელზე’’- 2,02 ლარი.

„სოკარის’’ მომსახურების ცენტრები მომხმარებელს სთავაზობენ დამატებით ფასდაკლებას ნავთობპროდუქტებზე. ბუნებრივ გაზზე ფასდაკლება კი შეადგენს 7 თეთრს.