შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 წლის დაკარგული ბიჭი იპოვეს
საქართველო, 27 ივლისი,
საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, დახმარების თხოვნით მიმართა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც განუცხადა, რომ 3 წლის შვილი დაეკარგა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგული ბიჭუნა სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარედ რამდენიმე წუთში იპოვეს. მცირეწლოვან ბავშვი ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა.