აქტუალური
კახა კოჟორიძე: „პრეზიდენტი შეწყალების პროცესში არასოდეს იმოქმედებს პოლიტიკური თუ პარტიული ნიშნით“

1-koJor-aqtual-3-analitსაქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარგველაშვილი ჭეშმარიტი ნაციონალური პრეზიდენტია და შეიწყალებს სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ახალაიას.

პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი, ის ასეთი საკითხის გადაწყვეტის დროს, ცხადია, არ მოქმედებს პარტიული ნიშნით. მინდა ვთხოვო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა ამ ტიპის განცხადებებმა არ გააჩინონ აღქმა, რომ საქართველოში შესალებელია მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით, ხოლო ამ აღქმამ შემდეგ არ დააზიანოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ შეწყალების პროცესში ის არასოდეს არ იმოქმედებს პოლიტიკური თუ პარტიული ნიშნით", - განაცხადა, კერძოდ, კოჟორიძემ.

23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ იმ 98 პატიმრიდან, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა, ერთ-ერთი აკაკი ბობოხიძის ძმაა.