საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ალექსანდრე ნალბანდოვს სერგი კაპანაძე ჩაანაცვლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ალექსანდრე ნალბანდოვს სერგი კაპანაძე ჩაანაცვლებს. როგორც საქინფორმს საგარეო უწყებაში განუცხადეს, კაპანაძე ახალ თანამდებობაზე ოფიციალურად ჯერ არ დანიშნულა, თუმცა შესაბამისი ბრძანება ხელმოსაწერად უკვე გამზადებულია.
სერგი კაპანაძე, რომელიც საგარეო უწყებაში საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მინისტრის მოადგილის რანგში მუშაობას, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ნალბანდოვი, რომელსაც აქამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სლოვაკეთში საქართველოს ელჩად ინიშნება. მის კანდიდატურას კიდევ 7 ახალი დიპლომატის კანდიდატურასთან ერთად პარლამენტი დღევანდელ სესიაზე დაამტკიცებს.