საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგიაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მორიგ ცვლილებებს გაატარებს
1-trud-sazog-2საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. სოციალური დახმარების ახალი სისტემა, რომელიც მაისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, ძირითადად, ორიენტირებულია მრავალსულიან და ბავშვიან ოჯახებზე.
დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სისტემა გარკვეულ კორექტივებს საჭიროებს, რადგან ქულების დათვლის ახალი სისტემა, პირველ რიგში, მარტოხელა პენსიონერებს აზარალებს. ახლანდელი ცვლილებების მიხედვით, გაიზრდება პენსიონერის შეფასების კოეფიციენტი, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს აღუდგინოს დახმარება იმ პირებს, რომლებსაც დროებით შეუწყდათ შემწეობა. მომზადდა შესაბამისი ცვლილებები, რომელსაც მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ და მიღების შემთხვევაში 1 აგვისტოდან შევა ძალაში. 
სახელმწიფო, ასევე, აუნაზღაურებს მარტოხელა პენსიონერებს იმ თვეების თანხებს, რა პერიოდშიც მათ საარსებო შემწეობის მიღება შეჩერებული ჰქონდათ.