საზოგადოება
„სახელმწიფო მთლიანად დაფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისათვის“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1-raznica-sazog-1საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჩვენმა მთავრობამ საკუთარი ინიციატივით წამოწია ტარიფის თემა, აქტიურად იმუშავა სემეკთან და მიაღწია შეთანხმებას სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაზე. მაშინ ტარიფი შემცირდა დაახლოებით 4 თეთრით. ამ გადაწყვეტილებით დაიზოგა ჩვენი მოსახლეობის 150 მილიონ ლარამდე თანხა. დღეს, შეცვლილი ვითარების გამო გარდაუვალი გახდა ტარიფის კორექტირება 3.35 თეთრით“,– განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, სახელმწიფო მთლიანად დაუფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველ ოჯახებს (დაახლოებით 208 ათას ოჯახს), ყველას, ვინც 70 ათას ქულა მიიღო სოციალურად დაუცველთა ბაზაში, იმის მიუხედავად, რომელი კატეგორიის მომხმარებელია - ბევრ ელექტოენერგიას მოიხმარს თუ ცოტას. ამისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტარიფის კორექტირება, სავარაუდოდ დედაქალაქსაც შეეხება.