საპარლამენტო კომიტეტს სახელწოდება შეეცვლება
პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტს სახელწოდება ეცვლება და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ეწოდება. საკანონმდებლო ინიციატივა ამავე კომიტეტის თავმჯდომარეს - ნუგზარ წიკლაურს ეკუთვნის.
მისი ინიცირება ბიუროს დღეს გამართულ სხდომაზე მოხდა. შესაბამისი დამატება და ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში კომიტეტისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხს პარლამენტი დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. დეპუტატის განმარტებით, ბოლო ხანებში კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საკითხი ძალზე აქტუალური გახდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით საქმიანობა კომიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს.