უცხოეთი
საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პოლიტიკა რუსი და ოსი მესაზღვრეების მიმართ „რეგიონში დაძაბულობისკენ არის მიმართული და ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს“, - მიაჩნიათ რფ-ის სააგრეო საქმეთა სამინისტროში.
„20 ივლისს ცხინვალის ინიციატივით, ინციდენტებზე რეაგირებისა და აღკვეთის ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში, გაიმართა მორიგი შეხვედრა საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის რაიონში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მესაზღვრეების მიერ სახელმწიფოთაშორისი საზღვრის ხაზზე ნიშნულების აღდგენის გამო ამასწინანდელ პროვოკაციულ კამპანიასთან დაკავშირებით“, - იტყობინება რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი.უწყებაში აღნიშნავენ, რომ „უწინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შსს-ს არხებით გავრცელებული და მედიის მიერ ფართოდ ატაცებული ინფორმაცია, თითქოსდა ადგილი ჰქონდა „საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში სასაზღვრო ხაზის გადატანას“, „სინამდვილეს არ შეესაბამება“.
„შეხვედრაში მონაწილე რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ხსენებული აქციების აშკარა პროვოკაციული ხასიათი, რომელიც ნეგატიური საერთაშორისო რეზონანსის შექმნისკენაა მიმართული, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და რუსი და ოსი მესაზღვრეების დისკრედიტაციის გარშემო“, - აღნიშნეს სამინისტროში, - ასეთი ქმედებები, ასევე სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო საინფორმაციო ნიშნულების განზრახ დაზიანება, საზღვრისპირა რაიონებში დაძაბულობის ზრდისკენ არის მიმართული“.