სამართალი
„სააკაშვილი ცრუპენტელა, პოპულისტი და ცინიკოსი ნაძირალაა, რომელსაც საკუთარმა მოქალაქეებმა პანჩური ამოჰკრეს! ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისთვის, გაუპატიურებული პატიმრებისა და ნარკოტიკებისკენ მიდრეკილებისთვის! ჩვენ ერთმანეთს სასამართლოში შევხვდებით !“

1filat-samart-3-analitსაქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ბორის ფილატოვი ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოთი დაემუქრა და ის ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენებასა და პოლიტიკურ მაქინაციებში დაადანაშაულა. ბორის ფილატოვი ცნობილი უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკის თანაგუნდელია, მასსა და სააკაშვილს შორის ბოლო დროს კონფლიქტი სულ უფრო მწვავე ხდება.

შენ პასუხს აგებ იმაზე, რომ მე ბანდიტი მიწოდე. მე კონკრეტულ ფაქტებს მოვიყვან. ყველას მოვუყვები, რატომ გაგაგდეს საკუთარი ქვეყნიდანეს მოხდა ტელეკომპანიაიმედისდარბევისთვის, გაუპატიურებული პატიმრებისთვის და შენი გატაცების გამო ფსიქოტროპული საშუალებებით, რომლებიც გონებას აღაგზნებს“, – დაწერა დეპუტატმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. კონფლიქტი სააკაშვილსა და ფილატოვს შორის რამდენიმე დღის წინ ქალაქ ჩერნიგოვში მოხდა. სააკაშვილმა ფილატოვი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა.

უკრაინის სახალხო დეპუტატმა, იგორ კოლომოისკის ყოფილმა მოადგილე ბორის ფილატოვმა მიხეილ სააკაშვილს „ტოტალური იურიდიული ომი“ გამოუცხადა. მან ოდესის ოლქის გუბერნატორს ოფიციალური განაცხადი გაუგზავნა მოთხოვნით, დაასახელოს თავისი ოფიციალური საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი. დოკუმენტის ასლი დეპუტატმა, ასევე, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.