სამართალი
ვახტანგ გომელაური: "გავრცელდა ჭორი, რომ თანამშრომელმა გადაიტანა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს აბსურდია! მართალიც რომ იყოს ჩვენ ასე ღია ეთერში არ უნდა ვსაუბრობდეთ - ის ადამიანი გადავიდა, გადავგზავნეთ თუ რა გააკეთა…”

1-absurd-samart-1საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. სუს-ის უფროსის პოსტზე წარდგენილი ვახტანგ გომელაური აბსურდულს უწოდებს ინფორმაციას, რომ სუს-ის მაღალჩინოსანმა რუსეთში მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაიტანა. ამის შესახებ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

"გავრცელდა ჭორი, რომ თანამშრომელმა გადაიტანა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუ მსგავსი რაღაც. ინფორმაციას არ ვადასტურებ და ეს აბსურდია. მართალიც რომ იყოს, ჩვენ ასე ღია ეთერში არ უნდა ვსაუბრობდეთ, ის ადამიანი გადავიდა, გადავგზავნეთ თუ რა გააკეთა“, - აღნიშნა გომელაურმა.

შეგახსენებთ: ორი დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი ქართველიშვილი ახალგორის მხრიდან რუსეთში გადავიდა და ამჟამად მოსკოვში იმყოფება.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, ქართველიშვილი 2008 წელს სამსახურიდან იმიტომ გააგდეს, რომ ის დარწმუნებული იყო რუსების მიერ თბილისის აღებაში და სიხარულს ვერ მალავდა.