საზოგადოება
"არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული. საზღვარი რუსეთ-საქართველოს შორის როკის გვირაბთან გადის" - ზურაბ აბაშიძე

1-abaSid-sazog-2საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული. საზღვარი რუსეთ-საქართველოს შორის როკის გვირაბთან გადის. ამას აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთისა და ერთი-ორი ქვეყნის გამოკლებით. რაც შეეხება საოკუპაციო ზოლზე ბანერის დაყენებას, ამის თაობაზე განცხადებები გავაკეთეთ. გვქონდა მწვავე საუბარი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ბატონი ტუსკი იმყოფებოდა. მე შეძლებისდაგვარად პრაღის ფორმატი გამოვიყენე. ეს არის 2008 წლის ტრაგიკული შედეგი, რომელსაც არ უნდა შევეგუოთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის განცხადებით, "გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოხდა საზღვრის გადმოწევა საქართველოს ტერიტორიაზე, არ შეესაბამება სიმართლეს".