სამართალი
მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან წყალში 35 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

mtkvariმტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მშრალ ხიდთან, წყალში 35 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საქინფორმს თბილისის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის სამაშველო განყოფილების უფროსმა ნოდარ ჭუმბურიძემ განუცხადა, მაშველებმა ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი და კრიმინალისტები მუშაობდნენ. ცხედარს, გარეგნული დათვალიერების შემდეგ, პროზექტურაში გადაასვენებენ. ჭუმბურიძის თქმით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 2 კვირის წინათ დაკარგული დავით ყაჭაიაა.