უცხოეთი
„მაიდანი 3“: „მემარჯვენე სექტორმა“ უკრაინაში რევოლუციის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა

1-iaroS-zar-3-mtსაქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, რომელსაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „მემარჯვენე სექტორი“ ატარებს კიევის ცენტრში - მაიდანზე, ნაციონალისტების ლიდერმა დიმიტრი იაროშმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რევოლუციის მეორე ეტაპი იწყება. ამასთან, მან მოუწოდა ნაცგვარდიის მებრძოლებს,არ შეასრულონ რადას დანაშაულებრივი ბრძანებები.  დამოუკიდებლობის მოედანზე კიევში, სხვადასხვა შეფასებით, „მემარჯვენე სექტორის“ 3-დან 6 ათასამდე აქტივისტი იმყოფება. „ჩვენ ვუჩვენებთ, რომ დისციპლინირებული რევოლუციური ძალა ვართ, რომელიც ამ ვეჩეთი და ჩვენი ყრილობით უკრაინული რევოლუციის ახალ ეტაპს ვიწყებთ!“ - განაცხადა იაროშმა დამოუკიდებლობის მოედანზე აქციის მსვლელობისას კიევში. „მემარჯვენე სექტორმა“ ასევე მოითხოვა რეფერენდუმის ჩატარება ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.

1-iaroS-zar-3-1 1-iaroS-zar-3-2