სამართალი
ლეონიდ თიბილოვი: „საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ვერ შეურიგდა იმ ფაქტს, რომ არსებობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა თავისი სახელმწიფო საზღვრებით“ - ИА РЕС

1-sam-3-an-tibilovსაქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან საზღვრის გაძლიერებას გააგრძელებს, - ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.

"სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის აღჭურვა გაგრძელდება მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განმეორებითი პროვოკაციებისა", - განაცხადა თიბილოვმა.

როგორც სამხრეთ ოსეთის მმართველის პრესსპიკერი განა იანოვსკაია აცხადებს, თიბილოვმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა.

"სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება გეგმავს გააგრძელოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობა, რაზეც არაერთხელ იყო ღიად გაცხადებული, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების მუშაობის ფარგლებში. ასეთი ინფორმაცია ქართულმა მხარემ და საერთაშორისო შუამდგომლების წარმომადგენლებმა დიდი ხანია მიიღეს. სამხრეთ ოსეთის მხარე ნამდვილად დაკავებულია და მომავალშიც აპირებს, მოაწყოს თავისი საზღვარი სახელმწიფოსთან, რომელთანაც არანაირი ურთიერთობა არ აქვს. ჩვენ უნდა გავამაგროთ და ტექნიკურად აღვჭურვოთ ტერიტორია სამხრეთ ოსეთის საზღვრის გასწვრივ", - განაცხადა ლეონიდ თიბოლოვმა.

მისივე თქმით, ოფიციალური თბილისი ჯერ კიდევ ვერ შეურიგდა იმ ფაქტს, რომ "არსებობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა თავისი სახელმწიფო საზღვრებით".

ლეონიდ თიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკის საზღვარზე წაყვანა პროვოკაციულ მიზნებს ემსახურება.

http://cominf.org/node/1166505639