საზოგადოება
საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და ოპოზიციონერ გიორგი თევდორაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა (ვიდეო იხ აქ). კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრი გია ბარამიძე ვახტანგ გომელაურს საქართველოში არსებულ კრიმინალური სიტუაციასთან დაკავშრებით შეკითხვას უსვამდა, რასაც ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს, ადამიანის მკვლელობები ხდებოდა და ამაზე არც ერთმა წინა ხელისუფლების წარმომადგენელმა პასუხი არ აგო. სწორედ ამ დროს მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება თევდორაძესა და პაპუაშვილს შორის.