საზოგადოება
საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო გოგუაძის ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გლდანში მდებარე სასტუმრო „დეკადე“-ში შეხვდნენ.
„ამ სასტუმროში 45 დაზარალებული ოჯახი ცხოვრობს. მათი სახლების რეაბილიტაცია დაწყებულია და მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოთ დაზარალებულების თავიანთ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნება“, - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ.
“ჩვენ აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გავეცანით და დაზარალებულ მოსახლეობას სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე მივაწოდეთ ინფორმაცია”, - აღნიშნა შეხვედრაზე გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.
„იმედს გამოვთქვამ, რომ არსებული პრობლემების აღმოფხვრას ერთმანეთის თანადგომითა და ძალისხმევით უახლოეს მომავალში შევძლებთ“, - განაცხადა დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ძნელაძემ.