საზოგადოება
„გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოსდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებზე არიგებს მიწის ნაკვეთებს…“ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება
1-vet-sazog-1საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. „გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოსდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებზე არიგებს მიწის ნაკვეთებს თბილისის შემოგარენში. ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეეფერება სიმართლეს, ემსახურება მხოლოდ უწყების დისკრედიტაციას და ცალკეული ადამიანების მიერ აგორებულ ჭორს წარმოადგენს. ყველას, ვისაც გაუჩნდება კითხვა ან ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვმართოთ ცხელი ხაზის მეშვეობით, 2 48 16 26 ან პირადად მობრძანდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში და მიიღებთ ამომწურავ პასუხს ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვაზე“, - ნათქვამია, კერძოდ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.