აქტუალური
თბილისში კაპიტალური რეაბილიტაცია 50-მდე ქუჩას ჩაუტარდა

1-remont-aqtual-1საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთების მიზნით 18 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი უკვე დასრულებულია. 13 ქუჩის რეაბილიტაცია - მომდევნო კვირაში, დანარჩენი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ეტაპობრივად დაიწყება.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა და რაიონულმა გამგეობებმა 2015 წელს კაპიტალური საგზაო სამუშაოები განახორციელეს 384 000 მ2 ფართის გზაზე, ხოლო ორმოული შეკეთება ჩაუტარდა 300 000 მ2 ფართობს. გეგმის ფარგლებში სულ 6 თვის მონაცემებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან საგზაო მიმართულებაზე დაიხარჯა დაახლოებით 27, 4 მლნ ლარი. უახლოეს 5 დღეში საგზაო სამუშაოები დაიწყება თბილისიდან კოჯრის მიმართულებით გზაზე. ასევე დაგეგმილია კოჯრის ცენტრალური მოედნის კატიპალურად შეკეთება. ამ დროისათვის დედაქალაქის მასშტაბით საგზაო სამუშაოები 11 ქუჩაზე ხორციელდება.