საზოგადოება
პრემიერ ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების გზებზე ისაუბრეს

1-proekt-sazog-3-analitსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეთანხმებების იმპლემენტაციის მიმდინარეობას და  ქვეყანაში განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებს. ასევე აღინიშნა ევროკავშირთან სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულების შესახებ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს კომპლექსურ რეფორმებს და დარჩენილი რეკომენდაციების შესრულებას.

მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს, განსაკუთრებით ენერგოუსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მიმართულებით და განიხილეს კონკრეტული სტრატეგიული პროექტები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა საოკუპაციო ხაზზე კიდევ უფრო გაძლიერდება.