საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლისთვის 2014 წელს- 77, 2015 წელს კი 115 სტუდენტი დააფინანსა

1-centre-sazog-1საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. სტუდენტები  ჰარვარდის, ედინბურგის, ჯორჯ ვაშინგტონის, ჯორჯთაუნის,  სორბონის, კალიფორნიის,  სასექსის, მიჩიგანის, არიზონის და სხვა წამყვან უნივერსიტეტებში სოციალური მეცნიერებებს, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, სამართალს, ბიზნესის ადმინისტრირებას, ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ჯანდაცვასა და სამედიცინო მიმართულებებს, აგრონომიისა და ურბანისტიკის სპეციალობას ეუფლებიან.

სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები მიღებულ ცოდნას ქვეყნის განვითარებას მოახმარენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული 23 სტუდენტი, რომლებმაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებში გაიარეს, შემოდგომაზე საქართველოს დაუბრუნდება და საჯარო სექტორში დასაქმდება.