პოლიტიკა
''სახალხო კრების'' აღმასრულებელი საბჭო დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება

krebaXXX''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' აღმასრულებელი საბჭოს წევრები დღეს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, ნინო ბურჯანაძე და კახა შარტავა. როგორც საქინფორმს „სახალხო კრების“ ოფისში განუცხადეს, კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრები უცხოელ დიპლომატებს სამოქმედო გეგმებს გააცნობენ და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებენ. შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" 14:00 საათზეა დაგეგმილი.