საზოგადოება
თბილისი უეფას ფინალური მატჩის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის

1uefa-sazog-1საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული დინამოს სტადიონი, რომელზეც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა თბილისის მერ დავით ნარმანიას და უეფას ფინალური მატჩის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთებული რემონტი, შეცვლილია ყველაფერი და მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოდ ბარსელონა-სევილიას მატჩს, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.