სამართალი
„შს ახალ მინისტრს პრემიერი 2-3 დღეში წარადგენს, მანამდე კი უწყების ხელმღვანელის მოვალეობას ვახტანგ გომელაური გააგრძელებს“

1axali-samart-3საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო და მეორე ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სახით ჩამოყალიბდა. აღნიშნულ სააგენტოს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, რომელსაც აქამდე შს მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ვახტანგ გომელაური სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გუშინ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.