სამართალი
პრეზიდენტის ცოლისძმა ნარკოტიკების მოხმარებაზე დააკავეს

1colisZma-samart-1-mtavarსაქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. სამართალდამცავებმა ქუთაისში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის ცოლისძმა და მისი მეგობრები ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო Topnews ავრცელებს. აღნიშნული პირები სამეგრელოდან თბილისში მიდიოდნენ, როცა სამართალდამცავებმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს.

გიორგი მარგველაშვილის ცოლისძმა მიხეილ მგალობლიშვილი, რომელიც მეგობრებთან ერთად ნარკოლოგიურ ცენტრში შესამოწმებლად გადაიყვანეს, სამართალდამცავებმა მალევე გამოუშვეს, რადგანაც ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდა.

1colisZma-sam-1-qv