„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, გერმანია აშშ-თან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს პაკეტის განხორციელების გუნდის ხელმძღვანელი, სწორედ, გერმანელია. გერმანული მხარე მონაწილეობს, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაში. ძალიან დიდია მათი როლი თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციისა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოების საქმეში. შესაბამისად, ამ ურთიერთობის დაწყება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა პრობლემა გავაცანით ელჩს, რასთანაც მოგვიწევს გამკლავება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
„თავდაცვის მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა. საქართველოში არსებული სიტუაცია და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებსა და ამ პროცესში თქვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას“,- განაცხადა გერმანიის ელჩმა ბეტინა კადენბახმა.
შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი დაესწრო.