სამართალი
საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მოქალაქე აკაკი კარტოზია დააკავეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, აკაკი კარტოზია თურქეთის მოქალაქეს თურქეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა აკაკი კარტოზია თბილისში, მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3000 აშშ დოლარის აღების დროს დააკავეს.