საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: "ამ ციხეს ერთი ნაკლი აქვს - მას მიხეილ სააკაშვილი აკლია!"

1nedostatok-saz-3-an-3საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გარეთ მყოფ ადამიანებზე, არამედ პატიმრებზეც, ეს არის სწორი და სახელმწიფოებრივი მიდგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციიის მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და სისტემის ყოფილ მინისტრ სოზარ სუბარს, რომლის დროსაც, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, რეფორმები დაიწყო.

ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ციხეებში - ადამიანების წამება, გაუპატიურება და მკვლელობა და არავითარი ზრუნვა მათზე. პირველად, სახელმწიფო ხარჯავს მილიონებს პატიმრების მკურნალობისთვის. გასულ წლებში, გაურემონტებელ, საშინელ მდგომარეობაში მყოფ ციხეებში ერთ ოთახში 40-მდე პატიმარი იყო, ცოტა მოზრდილში - 150. დღეს ყველას შეუძლია, დაინახოს სხვაობა. რუსთავის დაწესებულებაში არის თანამედროვე საავადმყოფო, სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა და მთელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც პატიმრებს მოემსახურება. ჩვენ პირველად რევოლუციური მიდგომა განვავითარეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდა მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით. რუსთავის დაწესებულებაში არიან ნაკლებად საშიში პატიმრები და ისინი, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ გამოსწორების გზაზე არიან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იხუმრა, რომ ციხეს ერთი ნაკლი აქვს - მას მიხეილ სააკაშვილი აკლია.