სამართალი
შსს-მ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით მოქალაქეები დააკავა

1-MVD-samart-3საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე შერიფ . კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულზე საქართველოს მოქალაქე გიორგი -ს ბრალი წაუყენეს.

შერიფ ბ-მ და გიორგი ბ-მ კომპიუტერული მოწყობილობა ე.წ. სიმ ბოქსი შეიძინეს. აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტ ტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები ათავსებდნენ შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „ბილაინის“ სიმ-ბარათებს. სიმ-ბარათების მეშვეობით ინტერნეტ ტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან ხორციელდებოდა, როგორც შიდა ანუ ლოკალური ზარი. ბრალდებულებმა ჩადენილი ქმედებით შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „ბილაინს“ ჯამში 95 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს.