ხობში პლასტმასის და ბეტონის ფილების საწარმო გაიხსნა
საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. პროექტი პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა და მისი მშენებლობა 2 მილიონი ლარი დაჯდა. მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იყო
50 ადგილობრივი მცხოვრები. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 30 იქნება.
ქარხანაში იწარმოება პლასტმასის ყუთი, წებო-ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, ბეტონის დეკორატიული ფილა, ბეტონის დეკორატიული ღარები, ბლოკი და ბორდიურები. შპს " ფიგარო" უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე საწარმოს გახსნას გეგმავს.