აქტუალური
ხელისუფლებამ ინფლაცია აღიარა

kalaTaეროვნულმა ბანკმა 2010 წლის მესამე კვარტლის ინფალციის მიმოხილვა გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში მეორე კვარტალთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 5.2% გაიზარდა ( 2009 წელს ეს მაჩვენებელი 0.6% შეადგენდა). შედეგად 2010 წლის მესამე კვარტლის ბოლოსთვის წლიური ინფლაცია წინა კვარტალში დაფიქსირებული 3.7%–დან 9.8% გაიზარდა.

კვარტლის ინფლაციაზე ძირითადი გავლენა მოახდენა სურსათზე ფასების მატებამ. გვალვებისა და ხანძრების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ხორბლის ფასი, რაც პირდაპირ აისახა პურზე და პურპროდუქტებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხორბალს იყენებენ შინაური ცხოველების საკვებადაც, ამან განაპირობა რძის, ყველის და კვერცხის ფასების გაძვირება. წინა კვარტალტან შედარებით მოიმატა ზეთის და ცხიმების ფასმა. გარდა ამისა ინფლაციის ზრდაზე მნიშვნელოვანი იყო სეზონური გავლენა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოსტნეულსა და ბახჩეულზე.

საბოლოო ჯამში მესამე კვარტალში სამომხმარებლო კალათის ფასები 5.2%–ით გაიზარდა.