უცხოეთი
„კიბერბერკუტმა“ ჯონ მაკკეინის კოლეგას „ისლამური სახელმწიფოს“ მძევლის სიკვდილით დასჯის რეპეტიციის ჩანაწერი აღმოუჩინა

1kiber-zar-3საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ჰაკერებმა „კიბერბერკუტიდან“ გამოაქვეყნეს ვიდეოჩანაწერი, სადაც თითქოსდა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მძევლის სიკვდილით დასჯის რეპეტიციის პროცესია ასახული. ჰაკერები ირწმუნებიან, რომ ჩანაწერი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინის მავანი „კოლეგის“ კომპიუტერიდან არის ამოღებული (ვიდეო იხ. აქ).

ვიდეორგოლში ჩანს, თუ როგორ ლაპარაკობს შავსამოსიანი კაცი რაღაცას კამერაში, მის გვერდით დაჩოქილია ციხის ნარინჯისფერ ტანსაცმლიანი ადამიანი. შავსამოსიანი კაცი მისი თავის მოკვეთის იმიტირებას ახდენს. ამ ყველაფერს ფონად გასდევს „ისლამური სახელმწიფოს“ მუსიკა. გადაღებები, სავარაუდოდ, სტუდიაში მიმდინარეობს პროფესიონალური გადასაღები აღჭურვილობებით.