სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო
1tabak-samart-2საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე გიორგი ლ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის ჩხრეკისას 50984 კოლოფი სიგარეტი ამოიღეს. გიორგი ლ. საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში თამბაქოს ნაწარმის უკანონოდ გადატანას ცდილობდა.