შსს-მ ე.წ. „ექსტაზი“ და მეტამფეტამინი ამოიღო
საქართველო, 16 ივლისი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჯოსკუნ უ. ქარელის რაიონის სოფელ რუისთან დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ
ჯოსკუნ უ. კუთვნილი ავტომანქანით თურქეთიდან ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს პოლიეთილენის პარკში შეფუთული 3 აბი, რომელიცექსპერტიზის დასკვნით 0,8998 გრ ე.წ. „ექსტაზია“ და ქაღალდში შეფუთული ფხვნილი, რომელიც 2,6436 გრ მეტამფეტამინს შეიცავს.