საზოგადოება
„რუსეთს ჩვენ მივეცით საბაბი, რომ ასეთი განცხადებები გააკეთოს... ერთი ნაბიჯით პრინციპული კომპრომისიც არ გადაგვიდგამს, არაფერი არ დაგვითმია" - აბაშიძე

1abaS-sazog-3-analitსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საოკუპაციო საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით.

"ეს არის ტრაგიკული რეალობა და ტრაგიკული შედეგი 2008 წლის ომისა, რაშიც წინა ხელისუფლებას საუბედუროდ ძალიან უარყოფითი როლი მიუძღვის და ის მემკვიდრეობა, რაც ჩვენ გვერგო. მივეცით მას ჩვენ მიზეზი, საბაბი რომ ასეთი განცხადებები გააკეთოს- ეს დამოუკიდებელი ქვეყნებია, ჩვენ მას ვეხმარებით სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შექმნაში",- აცხადებს აბაშიძე.

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც კარასინმა დონდუას ე.წ. საზღვრის საკითხებზე სასაუბროდ არაღიარებული რეჟიმისკენ მიუთითა. მოსკოვი მომხდართან კავშირს უარყოფს, თუმცა ირწმუნება, რომ ბანერები ცხინვალის ტერიტორიაზე დგას.

აბაშიძე ამბობს, რომ მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, საქართველოს რუსეთთან კომუნიკაცია მაინც უნდა ქონდეს და არ ეთანხმება იმას, რომ უნდა გადაიხედოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი.

„ამ ჩვენს ძალისხმევას, ამ ჩვენს კრიტიკას რაღაც აუცილებლად დღეს, ხვალ შედეგი მოყვება- ასეთი გაზვიადებული მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ. რუსეთი არის ძალიან რთული მეზობელი, ურთულესი მეზობელი. მარტო ჩვენ არ გვიჭირს მასთან ურთიერთობა. ჩვენ აუცილებლად, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ უკან წავაღებიოთ. ჩვენ რაც გავაკეთეთ ამ ჩვენ ფორმატში, ერთი ნაბიჯით პრინციპული კომპრომისიც არ გადაგვიდგამს. არაფერი არ დაგვითმია არასად ჩვენი ინტერესები", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.