პოლიტიკა
"საოკუპაციო ბანერები ნაციონალების დამონტაჟებულია" - დათო გოგიშვილი
1gogiSvili-polit-3-analitსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი.  იუმორისტი დათო გოგიშვილი საოკუპაციო ბანერების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „თუ უახლოეს 3-4 დღეში რუსებმა არ განაახლეს მავთულხლართების გაბმა და საოკუპაციო ბანერების თავიდან დამონტაჟება, გამოვთქვამ გონივრულ ეჭვს, რომ ეს საოკუპაციო ბანერები ნაციონალების დამონტაჟებულია ხელისუფლების დისკრედიტაციისა და გამარგინალების მიზნით, თუ არადა საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. სხვა შემთხვევაში რუსები ყველა ზომას მიიღებდნენ, რომ საოკუპაციო ბანერების დემონტაჟი არ დაეშვათ. 
P.S. ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ყოველივე ზემოთქმული ჩემი პირადი ვარაუდი და ვერსიაა და მას აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გააჩნია
",- წერს გოგიშვილი სოციალურ ქსელში.