სამართალი
საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 43200 აბი ამოიღო

1-sedalgin-samart-2საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბულგარეთის მოქალაქე კრასიმირ . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში შეაჩერეს და გამოავლინეს.

სამართალდამცველებმა, ბულგარეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას, სამედიცინო პრეპარატ „სედალგინის“ 43200 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 432 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს და 648 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება ფენობარბიტალს შეიცავს.