საზოგადოება
"არ ვაპირებთ ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას" - ირაკლი ღარიბაშვილი

1format-saz-2-analitსაქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას და იმ კითხვის საპასუხოდ, იგეგმება თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება, პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება.

ის ფორმატი, რაც ჩვენ გვაქვს, დარჩება. მეორე ფორმატი არის ჟენევის დისკუსიები. ასე, რომ არ ვაპირებთ ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერი კახა კალაძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი რუსეთთან პოლიტიკური მიმართულებით სამუშაოდ შესაძლოა არ გამოდგეს, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია სხვა რაიმე ფორმატის მოფიქრება პოლიტიკური მიმართულებით ურთიერთობების დასალაგებლად. კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ახალი ფორმატის შექმნაზე საუბარი სახელისუფლებო გუნდში აუცილებლად იქნება.