გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველო, 15 ივლისი,
საქინფორმი. გუშინ საქართველოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
დონალდ ტუსკმა სინანული გამოთქვა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადების გამო, რისი მიზეზიც საბერძნეთის კრიზისი გახდა.
გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას დონალდ ტუსკმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს ახლო მომავალში ეწვიოს. ლიდერებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორივე მხარე აქტიურად იმუშავებს აღნიშულ საკითხზე. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 14-16 ივლისს იყო დაგეგმილი.